გიგზი: "თუ რუნი მანჩესტერის კარში გატანილ გოლს აღნიშნავს, არაფერი დაშავდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გიგზი: "თუ რუნი მანჩესტერის კარში გატანილ გოლს აღნიშნავს, არაფერი დაშავდება"


გიგზი:

"მანჩესტერისა" და "ევერტონის" დაპირისპირების წინ კომენტარი "წითელი ეშმაკების" ლეგენდამ რაიან გიგზმა გააკეთა.

მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში "ევერტონის" თავდამსხმელი უიენ რუნი თავისი ყოფილი გუნდის წინააღ​მდეგ ითამაშებს.

"როდესაც გოლს იტან, თანაგუნდელები შენსკენ მორბიან, შენ კი ვერაფერს აცნობიერებ, ამიტომ თუ რუნიმ მანჩესტერის კარში გატანილი გოლი აღ​ნიშნა არაფერი დაშავდება.

უბრალოდ ტრადიციაა, რომ თუ მოთამაშე თავის ყოფილ გუნდს უტანს და გოლს აღ​ნიშნავს, მას გულშემატკივრები იძულებენ", - აცხადებს გიგზი.

პრემიერ ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი "მანჩესტერსა" და "ევერტონს" შორის 17 სექტემბერს შედგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები