ვალვერდე: "გასულ კვირას, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ რთული კვირა გველოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდე: "გასულ კვირას, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ რთული კვირა გველოდა"


ვალვერდე:

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავისი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"გასულ კვირას, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს კვირა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და კარგად უნდა მოვმზადებულიყავით.

კარგია, რომ იუვენტუსთან ასე კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ კიდეც, ახლა კი ხეტაფესთან ძალიან რთული მატჩი გველის.

ჩვენი მეტოქე შინ თამაშობს და ძალიან დიდი მოტივაცია აქვს. მოტივირებულ გუნდთან თამაში კი ყოველთვის რთულია.

ჩემპიონატში უკვე 9 ქულა გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კარგია სერია გავაგრძელოთ", - აცხადებს ვალვერდე.

ლა ლიგის მე-4 ტურში კატალონიელთა მეტოქე სწორედ "ხეტაფე" იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები