ისკო: "ჩემი შეძენა ბარსელონას სურდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ისკო: "ჩემი შეძენა ბარსელონას სურდა"


ისკო:

მადრიდის "რეალის" ესპანელმა ნახევარმცველმა ისკომ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და კომენტარიც გააკეთა.

"ბარსელონას და კიდევ რამდენიმე კლუბს ჩემი შეძენა სურდათ, თუმცა მათ არ მოვუსმინე და დავრჩი გუნდში, სადაც ბედნიერი ვარ.

ახლა ჩემი მიზანია, რომ სასტარტო შემადეგნლობაში ადგილი დავიმკვიდრო და რეალთან ერთად კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო.

შემეძლო, რეალთან ახალი კონტრაქტი გასულ წელსაც გამეფორმებინა, თუმცა არ ვიჩქარე და გასულ სეზონის დასრულებას დაველოდე", - აცხადებს ისკო.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები