პოჩეტინო: "კეინს ტიტულები ნამდვილად არ სჭირდება იმისთვის, რომ გამორჩეული იყოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პოჩეტინო: "კეინს ტიტულები ნამდვილად არ სჭირდება იმისთვის, რომ გამორჩეული იყოს"


პოჩეტინო:

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თავისი გუნდის ინგლისელ თავდამსხმელზე - ჰარი კეინზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ჰარი კეინი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მსოფლიოში და მას ნამდვილად არ სჭირდება ტიტულები იმისთვის, რომ მსოფლიოს გამორჩეული ფორვარდი იყოს.

როცა ფეხბურთელია კარგ ფორმაშია და ბევრ გოლს იტანს, სურს, რომ სეზონის ბოლოს ერთი ტიტული მაინც მოიგოს ხოლმე.

აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ტოტენჰემი კიდევ უფრო განვითარდეს და ჩაერთოს ტიტულებისთვის ბრძოლაში", - აცხადებს პოჩეტინო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები