გვარდიოლა: "მბაპე? მესის დონემდე ვერავინ მივა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "მბაპე? მესის დონემდე ვერავინ მივა"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავზე კილიან მბაპეზე ისაუბრა.

"მბაპე? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს, თუმცა ჩემი აზრით, მესის დონეზე ასვლას კიდევ დიდი ხანი ვერავინ შეძლებს, იგივეს ვიტყვი რონალდუზე.

 მესი ერთ სეზონში 60-70 მატჩს ატარებს, თითქმის ყველა შეხვედრაში აკეთებს საგოლე გადაცემებს ან იტანს გოლებს და რაც ყველაზე მთავარია, ხშირად არ ტრავმიანობს. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ თავს კარგად უვლის.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მბაპე ძალიან კარგი ფეხბურთელია და უკვე თქვა თავისი სიტყვა, თუმცა მესიმ დონემდე ასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია", - აცხადებს გვარდიოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები