კლოპი: "კოუტინიო მზად არის, რომ დაბრუნდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "კოუტინიო მზად არის, რომ დაბრუნდეს"


კლოპი:

დღეს, 18:00 საათზე პრემიერ ლიგის მატჩში "ლივერპული" შინ "ბარნლის" მასპინძლობს.

იურგენ კლოპმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ფელიპე კოუტინიო პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად მზად არის.

"ახლა ნამდვილად არ არის ის დრო, რომ ხვალინდელი შეხვედრის ძირითადი 11-ეული გავასაჯაროვო.

მოხარული ვარ, თუ როგორ დახვდა "ენფილდის" პუბლიკა კოუტინიოს (სევილიასთან მატჩში), მისთვის ეს ნამდვილად კარგი იყო.

ბრაზილიელი ჩვეულებრივ ტემბრში ვარჯიშობს. რა თქმა უნდა, "სევილიასთან" შეხვედრა მისთვის იდეალური არ იყო, თუმცა რაღაც ასპექტში გუნდს მაინც დაეხმარა", - განაცხადა კლოპმა.

ზაფხულის სატრანსფერო თემების შემდეგ, 25 წლის შემტევმა პირველად მიმდინარე კვირაში ითამაშა. ის "სევილიასთან" მატჩში 76-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები