გვარდიოლა: "ესაა მთავარი, თუ გვსურს, რომ მომავალ წლებში ძლიერი გუნდი ვიყოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "ესაა მთავარი, თუ გვსურს, რომ მომავალ წლებში ძლიერი გუნდი ვიყოთ"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან პრემიერ ლიგაზე კონცენტრაცია, მისმა გუნდმა რაც შეიძლება მალე უნდა მოახდინოს.

ესპანელი მიიჩნევს, რომ ძლიერი გუნდი "სიტი" მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ასეთ გრაფიკს გაუძლებს.

"უოტფორდთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 3 დღის წინ ვითამაშეთ.

ლიგის თამაში სტუმრად გვქონდა, დავბრუნდით მანჩესტერში ახლა კი უოტფორდში მივემგზავრებით. ცხადია, რომ ძალების მოსაკრებად დიდი დრო არ გვქონდა.

ზუსტად ეს არის მთავარი, რომ ამ დატვირთვას გავუძლოთ. უნდა შევძლოთ, ამის გაკეთება თუ გვსურს, რომ მომავალ წლებში ძლიერი გუნდი ვიყოთ.

ერთ გუნდს მთლიანი კვირა ჰქონდა მოსამზადებლად, ჩვენ კი რამდენიმე დღე. ზუსტად ასეთ შეხვედრაში უნდა შევძლოთ გამარჯვება, ეს არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა გვარდიოლამ.

გასულ კვირას, "სიტიმ" ჯერ პრემიერ ლიგის მატჩში "ლივერპული" გაანადგურა 5:0, შემდეგ ლიგაზე "ფეინოორდი" 0:4, ახლა კი "უოტფორდს" ხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები