VIDEO: როი ჰოჯსონმა პრემიერ ლიგაში სტარტი მარცხით დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: როი ჰოჯსონმა პრემიერ ლიგაში სტარტი მარცხით დაიწყო


VIDEO: როი ჰოჯსონმა პრემიერ ლიგაში სტარტი მარცხით დაიწყო

პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩში "კრისტალ პალასმა" "საუთჰემპტონი" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე სტივენ დევისმა გაიტანა.

"კრისტალ პალასი" დღევანდელი მარცხის შემდეგ, პრემიერ ლიგის ბოლო ადგილზე იმყოფება. გუნდს 5 შეხვედრიდან 5-ვე წაგებული აქვს.

სეზონის დაწყების წინ გუნდი დე ბურის ჩააბარეს, თუმცა გასულ კვირას ის გაათავისუფლეს. "კრისტალ პალასის" მწვრთნელი ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი როი ჰოჯსონი გახდა.

ინგლისელის სტარტი წარუმატებელი გამოდგა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები