ბარი გიგზს გაუთანაბრდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარი გიგზს გაუთანაბრდა


ბარი გიგზს გაუთანაბრდა

გამოცდილი ინგლისელი ცენტრალური ნახევარმცველი, გარეთ ბარი, ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რაიან გიგზს დაეწია.

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ბარის "ვერტ ბრომვიჩი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა და 36 წლის ვეტერანმა მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყო.

ბარიმ პრემიერ ლიგაში 632-ე თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ რაიან გიგზს გაუთანაბრდა, რომელიც რეკორდსმენია. მომდევნო ტურში გარეთს პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ექნება.

მიმდინარე სეზონი ბარისთვის პრემიერ ლიგაში 22-ე გახლავთ. აქამდე ის "ასტონ ვილას" (365 მატჩი), "მანჩესტერ სიტისა" (132 მატჩი) და "ევერტონის" (131 მატჩი) ღირსებებს იცავდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
გარეთ ბარი რაიან გიგზი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები