მანჩესტერ სიტი მილინკოვიჩ-სავიჩით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტი მილინკოვიჩ-სავიჩით დაინტერესდა


მანჩესტერ სიტი მილინკოვიჩ-სავიჩით დაინტერესდა

რომის "ლაციოს" უნივერსალური ნახევარმცველი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, "მანჩესტერ სიტის" ინტერესის ქვეშ მოექცა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 22 წლის სერბის თამაშით "ქალაქელების" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, მოიხიბლა და სურს, რომ სერგეი "სიტის" რიგებში იხილოს.

მილინკოვიჩ-სავიჩი რომაულ კლუბს 2015 წელს შეუერთდა და ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი განიცადა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში სერგეიმ 1 ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები