ალკასერმა იტალიური კლუბების ყურადღება მიიქცია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალკასერმა იტალიური კლუბების ყურადღება მიიქცია


ალკასერმა იტალიური კლუბების ყურადღება მიიქცია

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური თავდამსხმელი, პაკო ალკასერი, მილანის "ინტერისა" და "ნაპოლის" რადარზე მოხვდა.

24 წლის ესპანელი "ბლაუგრანაში" ლუის სუარესის დუბლიორია და ძალიან ცოტა სათამაშო პრაქტიკას იღებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, გუნდი დატოვოს.

"La Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ ალკასერით ორი იტალიური კლუბი დაინტერესდა, რომელთაც შეტევით ხაზის გაძლიერება სურთ.

პაკო "ბარსელონამ" 2016 წლის ზაფხულში "ვალენსიადან" 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ახლა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის 18 მილიონად შეელიოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები