ბუფონს იუვენტუსის შემდეგ სამი არჩევანი აქვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონს იუვენტუსის შემდეგ სამი არჩევანი აქვს


ბუფონს იუვენტუსის შემდეგ სამი არჩევანი აქვს

ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერს, ჯანლუიჯი ბუფონს, "ბებერი ქალბატონიდან" წასვლის შემდეგ სამი ალტერნატიული გზა აქვს.

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, რომელსაც იანვარში 40 წელი შეუსრულდება, დიდი ალბათობით "იუვეს" მაისურით ბოლო სეზონს ატარებს და გაისად კლუბს დატოვებს.

ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა მზად არის, რომ ჯიჯის კლუბის სტრუქტურაში გამოუნახოს ადგილი და მისი სურვილის შემთხვევაში, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობას შესთავაზებს.

გარდა ამისა, ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, მიიჩნევს, რომ ჯანლუიჯი ფიფას აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველის პოსტზე იდეალური კანდიდატია.

მესამე არჩევანი კი საფეხბურთო კარიერის გაგრძელება და ამერიკაში გადაბარგებაა. ბუფონისადმი ინტერესს "ნიუ-იორკ სიტი" იჩენს, რომლის რიგებშიც ჯიჯის ყოფილი თანაგუნდელი ანდრეა პირლო ასპარეზობს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები