ფალკაოს მორიგი დუბლი და მონაკოს გამარჯვება [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფალკაოს მორიგი დუბლი და მონაკოს გამარჯვება [VIDEO]


ფალკაოს მორიგი დუბლი და მონაკოს გამარჯვება [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-6 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა "მონაკომ" წინა ტურში განცდილი მარცხის გამო რეაბილიტაცია მოახდინა და შინ ახალწვეული "სტრასბურგი" გაანადგურა - 3:0.

ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა პირველი გოლი ტაიმის მიწურულს გაიტანა და თავი რონი ლოპეშმა გამოიჩინა. მეორე ნახევარში კი გუნდის კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა, ლიგა 1-ში თავისი მორიგი ბურთები გაიტანა და დუბლი გაიფორმა.

6 ტურის შემდეგ "მონაკო" 15 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და "პსჟ-ს" ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება. თუმცა პარიზელები თავის მატჩს ხვალ ჩაატარებენ.

მონაკო 3:0 სტრასბურგი

გოლები: 1:0 - რონი ლოპეში (44'), 2:0 - ფალკაო (51'), 3:0 - ფალკაო (67').

შემადგენლობები

მონაკო: ბენალიო; სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე; გეზალი, ფაბინიო, ტილემანსი, რონი ლოპეში (კარილიო 72'); ფალკაო (მეიტე 85'), იოვეტიჩი (კეიტა 59').

სტრასბურგი: კამარა; სეკა, მანგანე, კონე, პ.მარტინესი (ლეინარდი 46'); მარტინი (გონკალვესი 74'), აულუ; და კოსტა, საკო (გრიმინი 68'), ტერიერი; საადი.

მიმოხილვა

ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო რადამელ ფალკაო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები