ლივერპულმა საშინაო თამაშებში 1000 ქულა დააგროვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპულმა საშინაო თამაშებში 1000 ქულა დააგროვა


ლივერპულმა საშინაო თამაშებში 1000 ქულა დააგროვა

"ლივერპული" ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა და იმ ელიტარულ კლუბებს შეუერთდა, რომელთაც პრემიერ ლიგის საშინაო თამაშებში 1000 ქულა აქვთ დაგროვებული.

ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონის მე-5 ტურში იურგენ კლოპის გუნდმა "ენფილდზე" შონ დაიჩის "ბარნლი" ვერ დაამარცხა და მხოლოდ ფრეს (1:1) დასჯერდა.

ამ ფრის წყალობით მერსესაიდული გრანდი პრემიერ ლიგის ისტორიაში მხოლოდ მეოთხე კლუბი გახდა, რომელსაც საშინაო მატჩებში 1000 ან მეტი ქულა აქვს მოპოვებული.

აქამდე ეს ზღვარი ლონდონის "ჩელსიმ" (1026 ქულა), ლონდონის "არსენალმა" (1044 ქულა) და "მანჩესტერ იუნაიტედმა" (1136 ქულა) გადალახეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები