ჰაზენჰიუტლი: "ბაიერნმა გერმანიის პრესტიჟი დაიცვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაზენჰიუტლი: "ბაიერნმა გერმანიის პრესტიჟი დაიცვა"


ჰაზენჰიუტლი:

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფლ ჰაზენჰიუტლმა, გერმანული კლუბების ევროთასებზე გამოსვლა შეაჯამა.

"მიუნხენის "ბაიერნი" ერთადერთი გერმანული გუნდია, რომელმაც საერთაშორისო დონეზე იმარჯვა.

ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ევროასპარეზზე "ღრმა კრიზისში" მყოფი მონსტრი გვყავს, რომელიც გერმანიას საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟს უნარჩუნებს", - აღნიშნა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენურმა გრანდმა შინ "ანდერლეხტი" 3:0 დაამარცხა, "ლაიფციგმა" საკუთარ კედლებში "მონაკოსთან" ფრე (1:1) გააგორა, ხოლო დორტმუნდის "ბორუსია" ლონდონის "ტოტენჰემთან" გასვლაზე 1:3 დამარცხდა.

ევროპის ლიგაზე კი "ჰოფენჰაიმმა" შინ "ბრაგასთან" წააგო (1:2), "ჰერტამ" კი საკუთარ მოედანზე ბილბაოს "ატლეტიკთან" 0:0 ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები