მათეუსი: "ანჩელოტი სიტუაცის ვერ აკონტროლებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მათეუსი: "ანჩელოტი სიტუაცის ვერ აკონტროლებს"


მათეუსი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მოთამაშემ, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, აღნიშნა, რომ ახლა გუნდში საკმაოდ არეული სიტუაცია და მთავარ მწვრთნელს რეაგირება მართებს.

"ეს გუნდი 90-იანი წლების ჰოლივუდის "ბაიერნს" მაგონებს, ვინაიდან ახლა გუნდში ზედმეტად ბევრი არეულობაა. აშკარაა, რომ ბიჭები ფორმაში არ არიან და გუნდის თამაში არადამაკმაყოფილებელია.

ვფიქრობ, ანჩელოტიმ ახლა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მაგრამ არ ვიცი არის თუ არა ის ამისათვის მზად. ამ ეტაპზე კარლო აშკარად ინერტულად მუშაობს.

ანჩელოტიმ გუნდთან უფრო მეტი უნდა ილაპარაკოს, მოთამაშეების დისციპლინასა და მათ ქცევებზე უფრო მეტი იზრუნოს. თუ საჭირო გახდება ზოგჯერ მკაცრ ზომებსაც უნდა მიმართოს", - განაცხადა მათეუსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები