პაულინიოს კომენტარი გამარჯვების შემდეგ: "სწორედ ამ კომპონენტში ვარ ძლიერი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პაულინიოს კომენტარი გამარჯვების შემდეგ: "სწორედ ამ კომპონენტში ვარ ძლიერი"


პაულინიოს კომენტარი გამარჯვების შემდეგ:

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პაულინიომ თავის დადებით თვისებაზე ისაუბრა.

29 წლის ბრაზილიელმა "ხეტაფეს" ბოლო წუთებზე გაუტანა და "ბარსელონას" 2 ქულა გადაურჩინა.

პაულინიო მეტოქის საჯარიმოში მესის გადაცემის შემდეგ შეიჭრა და მეკარეს მახვილი კუთხიდან გაუტანა. მან აღნიშნა, რომ ის სწორედ საჯარიმოში შეჭრის კომპონენტშია ძლიერი.

"ჩემი მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ ცენტრიდან სწრაფად შემიძლია საჯარიმოში შეჭრა და დაუფლება. სწორედ ასეა ივან რაკიტიჩიც.

მესისგან დიდებული გადაცემა მივიღე და შესაძლებლობა გამეტანა გამარჯვების გოლი, გამოვიყენე.

შეხვედრის გარემოება საკმაოდ რთული იყო. ვიცოდით, რომ ამ შეხვედრაში სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც გაგვიხარდა უზომოდ გამარჯვება", - განაცხადა პაულინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები