ფოტო: რეალის ლეგენდის ჰუგო სანჩესის მემორიალს განავალი მიაყარეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფოტო: რეალის ლეგენდის ჰუგო სანჩესის მემორიალს განავალი მიაყარეს


ფოტო: რეალის ლეგენდის ჰუგო სანჩესის მემორიალს განავალი მიაყარეს

მადრიდის "ატლეტიკოს" ფანებმა ჰუგო სანჩესისა და არდა თურანის მემორიალები შეურაცხვეს.

კლუბი ახალ სტადიონზე, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გადავიდა და გახსნითი მატჩი სიმეონეს გუნდმა "მალაგას" წინააღმდეგ ჩაატარა (1:0).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტადიონის გარშემო კლუბის ლეგენდების მემორიალებია, რომელთა შორის ჰუგო სანჩესი და არდა თურანიც მოხვდნენ.

თურქი ფეხბურთელი "ატლეტიკოში" 2011-2015 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც "ბარსელონაში" გადავიდა. ჰუგო სანჩესი "ატლეტიკოს" ღირსებას 1981-1985 წლებში იცავდა, თუმცა შემდეგ მოსისხლე მტერ გუნდში "რეალში" გადავიდა.

ფანებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ სანჩესისა და თურანის მემორიალი ახალ სტადიონზე გაიხსნა და ისინი შესაბამისად შეამკეს.

მექსიკელი ფეხბურთელის მემორიალს მათ განავალიც კი მიაყარეს.

ფოტო: რეალის ლეგენდის ჰუგო სანჩესის მემორიალს განავალი მიაყარეს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები