სიტის სასწაული სტატისტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიტის სასწაული სტატისტიკა


სიტის სასწაული სტატისტიკა

ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" სასწაული შედეგების დაფიქსირებას განაგრძობს.

"უოტფორდთან" მატჩის წინ ესპანელი ამბობდა, რომ სწორედ ასეთ მატჩებში გამარჯვების შემთხვევაში გახდება "სიტი" დიდი გუნდი.

გვარდიოლამ იგულისხმა, რომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგა, კვირის ბოლოს პრემიერ ლიგა და შემდეგ ისევ ასე.

ზუსტად ასეთი იყო გასული კვირა და "სიტიმ" ნამდვილად სახარბიელო შედეგები დააფიქსირა.

ბოლო 3 მატჩში გვარდიოლას გუნდმა 15 გოლი გაიტანა და საპასუხოდ არც ერთი არ გაუშვია.

სიტი 5:0 ლივერპული

ფეინოორდი 0:4 სიტი

უოტფორდი 0:6 სიტი

პრემიერ ლიგაში, 5 ტურში "სიტის" 16 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული.

შემდეგ ტურში, გვარდიოლა შინ "კრისტალ პალასს" მასპინძლობს და სავარაუდოდ როი ჰოჯსონს კარგი დღე არ დაადგება.

მანამდე, ლიგის თასზე, შუა კვირაში "სიტი" "ვესტ ბრომვიჩს" ხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები