VIDEO: კურიოზული ფაქტი - მადრიდში დროშა ვერ დაკიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: კურიოზული ფაქტი - მადრიდში დროშა ვერ დაკიდეს


VIDEO: კურიოზული ფაქტი - მადრიდში დროშა ვერ დაკიდეს

2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა, რა დროსაც ერთ-ერთ სტადიონზე უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.

მონაწილე ქვეყნების დროშებთან შედარებით საქართველოს დროშა გაცილებით პატარა იყო, რაც ქუთაისის მკვიდრმა გოგი წულაიამ გააპროტესტა და ის ამ ვიდეოს შემდეგ მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

დროშის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ ყოფილა.

დღეს, მადრიდის "ატლეტიკოს" ახალი სტადიონი "ვანდა მეტროპოლიტანო" გაიხსნა. პირველ შეხვედრაში სიმეონეს გუნდმა "მალაგა" 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყების წინ სტადიონის გახსნის ცერემონია გაიმართა, რა დროსაც დროშა აღმართეს, სადაც "ატლეტიკოს" ლოგო იყო, თუმცა უკუღმა...

ვიდეოში ჩანს, რომ დროშაზე ლოგო საპირისპირო მხარით არის გამოსახული, რაზეც იქ მყოფმა პუბლიკამ იხალისა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები