რონალდუს კატასტროფული სტატისტიკა სოსიედადთან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუს კატასტროფული სტატისტიკა სოსიედადთან


რონალდუს კატასტროფული სტატისტიკა სოსიედადთან

დღეს, 22:45 საათზე მადრიდის "რეალი" სტუმრად "სოსიედადს" ხვდება.

გუნდმა პრიმერას პირველი 3 მატჩიდან სამივე მოიგო და "სამეფო კლუბს" იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

როგორც იცით, კრიშტიანუ რონალდუ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს. მან "ბარსელონასთან" შეხვედრაში მსაჯს ხელი ჰკრა, რის გამოც 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კრიშტიანუს ტრადიცია გაგრძელდა. ყოველთვის ისე ემთხვეოდა, რომ რონალდუ "ანოეტაზე" მატჩს ტოვებდა.

ხან ტრავმის გამო, ხან როტაციის გამო. ასეა თუ ისე, პორტუგალიელმა "სოსიედადთან" სტუმრად ბოლოს 2012 წელს ითამაშა.

ასევე, ლა ლიგაში გატარებული 8 წლის განამვლობაში, კრიშტიანუმ "სოსიედადს" სტუმრად ერთი გოლიც ვერ გაუტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები