კლოპი: "სიტისთან 5:0 წავაგეთ, თუმცა ის მატჩიც უნდა მოგვეგო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "სიტისთან 5:0 წავაგეთ, თუმცა ის მატჩიც უნდა მოგვეგო"


კლოპი:

პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩში "ლივერპულმა" შინ "ბარნლი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.

კლოპის გუნდმა მეტოქის კარისკენ 26-ჯერ დაარტყა, თუმცა გამარჯვება მაინც ვერ მოახერხა.

"თუ თამაშის ხარისხს გადავავლებთ თვალს, "ლივერპულს" პრემიერ ლიგაში ხუთივე შეხვედრა უნდა მოეგო.

"სიტისთან" დიდი ანგარიშით დავმარცხდით, თუმცა ვინც თამაშს უყურა ყველა გააცნობიერებს, რომ ეს უცნაური შეხვედრა იყო. ეს არ იყო ის თამაში, რომელშიც წარმოიდგენდი, რომ რომელიმე გუნდი 5:0-ს წააგებდა.

რა თქმა უნდა, ახლა მთავარია, რომ ხარისხი გამოვასწოროთ, თუმცა დადებითი ფაქტორებიც არის.

ცხადია, როდესაც 1:1-ს ასრულებ შინ შეხვედრას პოზიტივზე არ ფიქრობ, თუმცა ხვალიდან კვლავ ამაზე ვიფიქრებ", - განაცხადა კლოპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები