იბრაჰიმოვიჩი: "ჩემი შეჩერება შეუძლებელია, უფრო ძლიერი დავბრუნდები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იბრაჰიმოვიჩი: "ჩემი შეჩერება შეუძლებელია, უფრო ძლიერი დავბრუნდები"


იბრაჰიმოვიჩი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაბრუნებაზე ისაუბრა.

გასული სეზონის ბოლოს, შვედმა მყესები გაიწყვიტა, რის გამოც დიდი დრო გაუცდა და სავარაუდოდ ახალი წლის პერიოდში დაბრუნდება.

"თავს კარგად ვგრძნობ. მას შემდეგ, რაც ოპერაცია გავიკეთე, ყოველდღე ვვარჯიშობ - არანაირი არდადეგები.

მოედანზე დაბრუნება ჩემთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა მენტალურად ძლიერი ვარ და როდესაც რაღაცაზე კონცენტრირებული ვარ, ჩემი შეჩერება შეუძლებელია.

როდესაც მოედანზე დავბრუნდები, იმაზე კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე ტრავმის მიღებამდე ვიყავი", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები