დემბელე ტრავმირებულია — რამდენ ხანს იუქმებს ბარსელონას ახალწვეული? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დემბელე ტრავმირებულია — რამდენ ხანს იუქმებს ბარსელონას ახალწვეული?


დემბელე ტრავმირებულია — რამდენ ხანს იუქმებს ბარსელონას ახალწვეული?

"ბარსელონას" ახალწვეულმა, უსმან დემბელემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ხეტაფესთან" (2:1) გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

ფრანგი თავდამსხმელი ზემოთაღნიშნული მატჩის 24-ე წუთზე შეცვალეს, მის ნაცვლად მოედანზე ხერარდ დეულოფეუ გამოჩნდა.

ვარაუდობენ, რომ 20 წლის შემტევმა მუხლქვეშა მყესი დაიზიანა.

თუ დიაგნოზი დადასტურდება, დემბელე კატალონიურ გრანდს შესაძლოა დაახლოებით ერთი თვით გამოაკლდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები