გრიზმანი: "ატლეტიკოს ახალი სტადიონი საუკეთესოა მათ შორის, სადაც ოდესმე მითამაშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გრიზმანი: "ატლეტიკოს ახალი სტადიონი საუკეთესოა მათ შორის, სადაც ოდესმე მითამაშია"


გრიზმანი:

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "მალაგასთან" (1:0) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ახალ არენაზე პირველი გოლის გატანით გახარებულია.

მოგეხსენებათ, "როხიბლანკომ" პირველად ითამაშა "ვანდა მეტროპოლიტანოზე", რომელიც 68 ათას მაყურებელს იტევს.

"ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით", - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Marca.

"ახალ სტადიონზე პირველი გოლის გატანით ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, აქ კიდევ ბევრი სასიამოვნო მომენტი გველოდება".

"თამაშის დაწყების წინ ძალიან ვინერვიულეთ. ხუთშაბათს აქ ვივარჯიშეთ, მაგრამ რაღაც არ გვეყო".

"გულშემატკივრები! ეს საუკეთესო სტადიონია მათ შორის, სადაც ოდესმე მითამაშია", - დაამატა ფრანგმა შემტევმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები