იუვენტუსი და კიელინი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი და კიელინი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან


იუვენტუსი და კიელინი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

"იუვენტუსმა" მცველ ჯორჯო კიელინისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ტურინული კლუბი 33 წლის ფეხბურთელთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, 2020 წლამდე გეგმავს.

როგორც Calciomercato იტყობინება, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა კიელინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე ორი კვირაა აწარმოებს, თუმცა მხარეებმა ჯერჯერობით ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწიეს.

თუმცა, როგორც ზემოთაღნიშნული გამოცემა აღნიშნავს, კიელინიც და კლუბიც თანამშრომლობის გაგრძელებით არიან დაინტერესებული, ასე რომ ადრე თუ გვიან მხარეები მაინც უნდა შეთანხმდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები