კრუზე 2 თვეს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კრუზე 2 თვეს გამოტოვებს


კრუზე 2 თვეს გამოტოვებს

ბრემენის "ვერდერის" ცენტრალური თავდამსხმელი, მაქს კრუზე, "შალკესთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო 2 თვეს გამოტოვებს.

კრუზე გელზენკირხენული კლუბის მცველთან, ტილო კერერთან, შეჯახების შემდეგ მინდორზე ცუდად დაეცა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. გერმანელი ფორვარდი იძულებული გახდა, რომ მოედანი უკვე მე-19 წუთზე დაეტოვებინა.

ბრემენული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ კრუზეს ოპერაცია დასჭირდება და მისი რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით 2 თვეს გასტანს.

გუშინდელი თამაში "ვერდერმა" საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
მაქს კრუზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები