კეიტა ლივერპულისთვის მზად არის - ნაბის საშინელი ჯარიმა მანეს სტილში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეიტა ლივერპულისთვის მზად არის - ნაბის საშინელი ჯარიმა მანეს სტილში


კეიტა ლივერპულისთვის მზად არის - ნაბის საშინელი ჯარიმა მანეს სტილში

"ლაიფციგის" ცენტრალური ნახევარმცველი, ნაბი კეიტა, გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში, მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" მატჩში, არასპორტული ჯარიმის გამო მოედნიდან გააძევეს.

გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა "მ.ბორუსიასთან" უხვგოლიანი დრამა დადგა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრის მიწურულს კი საშინელი ეპიზოდი შედგა.

"ხარების" ნახევარმცველი, ნაბი კეიტა, მაღალ ბურთზე პირდაპირ გაშლილი ფეხით წავიდა და ბუცი "მ.ბორუსიას" საყრდენს, კრისტოფ კრამერს, სახეში ჩაარტყა.

ამ შეჯახების შემდეგ კრამერს ტუჩი გაუსკდა და დროებით თამაში შეჩერდა, მაგრამ საბედნიეროდ, ის სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და თამაშის გაგრძელება მოახერხა.



კეიტამ კი პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და მისი ჯარიმა ძალიან წააგავდა "ლივერპულის" ვინგერის, სადიო მანეს, უხეშობას "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ ნაბი კეიტა ახალი სეზონიდან კარიერას სწორედ მერსესაიდულ გრანდში გააგრძელებს და იგი მანეს მომავალი თანაგუნდელია. 22 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ "ლაიფციგი" 30 მილიონ გირვანქამდე მიიღებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული ნაბი კეიტა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები