მორატა: "რეალში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ სათადარიგო ფეხბურთელად დარჩენა არ შემეძლო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მორატა: "რეალში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ სათადარიგო ფეხბურთელად დარჩენა არ შემეძლო"


მორატა:

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ "რეალიდან" წასვლის მიზეზზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ამა წლის ზაფხულში მორატა მადრიდის "რეალიდან" ლონდონის "ჩელსიში" 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

"ზინედინ ზიდანს ჩემი დარჩენა უნდოდა და მადრიდში მეც ბედნიერი ვიყავი. თუმცა, ამავდროულად, სათადარიგო ფეხბურთელად დარჩენა არ შემეძლო", - აცხადებს მორატა.

"გარკვეულ მომენტში იმ წერტილს აღწევთ, როცა მუდმივად თამაში და უკეთესობა გინდებათ. ამბიციური ვარ და წარმატება მწყურია", - დაამატა ესპანელმა.

პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ალვარომ თავი სამი გოლითა და ორი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები