ლევანდოვსკი: "ყველაფერი გამოგვივიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი: "ყველაფერი გამოგვივიდა"


ლევანდოვსკი:

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, "მაინცთან" თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ნამდვილად ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. პირველივე წუთებიდან მატჩს სრულიად ვაკონტროლებდით და ოთხი ბურთი გავიტანეთ.

ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, გამოგვივიდა. როდესაც "ბაიერნი" ასე მსუბუქად და მრავალფეროვნად მოქმედებს, მეტოქეებს ყოველთვის უჭირთ", - აღნიშნა 29 წლის პოლონელმა.

"რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგის მე-4 ტურში "მაინცი" შინ 4:0 გაანადგურა და ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები