კუმანი: "ლუკაკუს შეცვლა თითქმის შეუძლებელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კუმანი: "ლუკაკუს შეცვლა თითქმის შეუძლებელია"


კუმანი:

"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, მიიჩნევს, რომ რომელუ ლუკაკუს შეცვლა "კანფეტებისათვის" წარმოუდგენლად რთულია.

"არ ვამბობ, რომ ლუკაკუს შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. მას ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა. ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

ასეთი მოთამაშეების შეცვლა ყოველთვის ძალიან რთულია. ფიზიკურად ძლიერი და ამავდროულად ძალიან შედეგიანი ფორვარდი - საოცრად იშვიათი სანახავია", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ბელგიელმა თავდასხმელმა ლივერპულული კლუბი ამ ზაფხულს დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რონალდ კუმანი რომელუ ლუკაკუ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები