თავდაპირველი პროგნოზი გამართლდა: დემბელე სამ კვირას იუქმებს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

თავდაპირველი პროგნოზი გამართლდა: დემბელე სამ კვირას იუქმებს!


თავდაპირველი პროგნოზი გამართლდა: დემბელე სამ კვირას იუქმებს!

"ბარსელონას" გარემარბი, უსმან დემბელე კატალონიელებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

კატალონიური კლუბის ახალწვეულმა ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ხეტაფესთან" გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.

მოგვიანებით, "ბარსელონას" თვითერის ოფიციალურ გვერდზე დადასტურდა, რომ 20 წლის ფრანგმა მარცხენა ფეხის მუხლქვეშა მყესი დაიზიანა.

ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა Marca-ს ცნობით, დემბელეს აღდგენითი პროცესები სამ კვირას გასტანს.

უსმანმა "ბარსელონას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად სამი შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო და თავი ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები