სკრიპნიკი: "ბორუსია იარმოლენკოს დამატებას 3 წელი ცდილობდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სკრიპნიკი: "ბორუსია იარმოლენკოს დამატებას 3 წელი ცდილობდა"


სკრიპნიკი:

ბრემენის "ვერდერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკრიპნიკმა, ანდრეი იარმოლენკოს დორტმუნდის "ბორუსიაში" ტრანსფერი შეაფასა.

"ანდრეიმ თავისი თამაშით კარგ ევროპულ კლუბში გადასვლა დაიმსახურა. ბუნდესლიგა - ძლიერი და მიმზიდველი ტურნირია. იმედი მაქვს, იარმოლენკო აქ არ დაიკარგება.

"დინამოს" ყოფილ მოთამაშეს კარგი ტექნიკა აქვს, "ბორუსიაში" კი ასეთი ფეხბურთელები უფრო აღწევენ წარმატებას. სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ მას ადაპტაცია არ გაუჭირდება.

დორტმუნდელები მის გადაბირებას 3 წელი ცდილობდნენ. არამგონია, რომ "ბორუსიასთვის" მისი ტრანსფერი სიურპრიზი ყოფილიყო", - აღნიშნა უკრაინელმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები