ჯეკო: "მეტის გატანაც შემეძლო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯეკო: "მეტის გატანაც შემეძლო"


ჯეკო:

"რომას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა შინ "ვერონასთან" 3:0 მოიგო.

"ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვანი იყო. "რომას" ისევე, როგორც პირადად მე, უფრო მეტის გოლოს გატანა შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ მოვიგეთ და სწორედ ესაა მთავარი.

ასე ხარისხიანად უნდა გავაგრძელოთ თამაში და მჯერა, რომ ნელ-ნელა მოვუმატებთ. "ვერონასთან" მატჩში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა.

ზოგჯერ კონცენტრაცია გვაკლდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა მობილიზებული იყო. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ", - აღნიშნა ბოსნიელმა ფორვარდმა, რომელმაც გუშინ დუბლი გაიფორმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ედინ ჯეკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები