ჩიხურამ მოიგო და ფოთელებს საქმე გაურთულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩიხურამ მოიგო და ფოთელებს საქმე გაურთულა


ჩიხურამ მოიგო და ფოთელებს საქმე გაურთულა

საქართველოს თასის ნახევარფინალის კენჭისყრის შემდეგ საქმე ისე მიდის, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ევროტურნირებზე მე-4 ადგილი გამსვლელი აღმოჩნდეს და გუნდები ახლა ამისთვისაც იბრძვიან.
ჩიხურამ დღევანდელი მოგებით საქმე წინ გადადგა და ლოკომოტივს 2 ქულით მიუახლოვდა. ფოთელებმა კი საქმე გაირთულეს და კვლავაც გასავარდნ ზონაში არიან. არც ალესანდრ შტელინის დებიუტი გამოდგა წარმატებული.

მე-10 წუთზე ფოთელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დაინიშნა, სარდალიშვმა ჩააწოდა, იქ კი, სიტუაციაში მცველებზე უკეთ მასპინძლები გაერკვნენ და ლევან კაკუბავას პასის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილმა გახსნა ანგარიში.

კოლხეთბსაც ჰქონდათ შანსი: ბროვკომ ზედმეტად ათრია ბურთი, ხოლო დერებჩინსკის მწყერაშვილმა აუღო რთული ბურთი.

მშვიდ თამაშში მორიგი გოლიც თავით გავიდა _ სარდალიშვილმა ჩააწოდა და გაბედავამ მეორე გაუტანა სეფიაშვილს.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ფოთელებმა ჯარიმის უფლება მიირეს. ვარლამ კილასონიამ კარგადაც დაარტყა, მაგრამ მწყერაშვილმა კარგად ითამაშა და მოიგერია, მაგრამ საჩხერელთა მეკარე მცველებმა აღარ დააზღვიეს და დერებჩინსკიმ ახლოდან შეამცირა სხვაობა _ 2:1.

დარჩენილ დროში გამოსარჩევი ფონიავასა და ნონდის დარტყმული ბურთებია, მეტი საინტერესო არაფერი მოხმდარა და მატჩიც ასე მორჩა.

ჩიხურა-კოლხეთი 2:1
ივანწმინდა. ცენტრალური
1:0 გორგიაშვილი (10), 2:0 გაბედავა (37), 2:1 დერებჩინსკი (47)

ჩიხურა: მწყერაშვილი, მირცხულავა, ფონიავა (ივანიშვილი 69), გაბედავა, სარდალიშვილი (მესხი 82), კორიფაძე, ტატანაშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, კაშია, გორგიაშვილი (დობროვოლსკი 68)

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ.კილასონია, ნონდი, კერძევაძე, ბროვკო (ჟიშკარიანი 46), დერებჩინსკი, ოტიენო, ჯანელიძე (შალიკაშვილი 46), მაჩარია, ვ.კილასონია, ბუხაიძე (ბახია 88)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები