ალეგრი იუვენტუსის თამაშით უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი იუვენტუსის თამაშით უკმაყოფილოა


ალეგრი იუვენტუსის თამაშით უკმაყოფილოა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "სასუოლოსთან" გასვლითი გამარჯვების (3:1) შემდეგ გუნდი მსუბუქად გააკრიტიკა.

"როდესაც 2:0 წავიყვანეთ, კონცენტრაცია დავკარგეთ. 35 წუთის კარგად თამაშის შემდეგ მოდუნება და ინიციატივის დათმობა არ შეიძლება. მატჩი მთელი 90 წუთი უნდა გავაკონტროლოთ. ამაზე კიდევ გვაქვს სამუშაო. მადლობა ბიჭებს გამარჯვებისათვის, მაგრამ უკეთ თამაში გვმართებს.

დიბალას პროგრესით ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ ის ასე გააგრძელებს, მაშინ საოცარ წარმატებებს მიაღწევს. თუმცა ბურთის დროზე ადრე დათმობა უნდა ისწავლოს. თუ პაულო ერთი-ორი შეხებით ითამაშებს, მაშინ უბრალოდ შეუჩერებელი გახდება", - აღნიშნა მაქსი ალეგრიმ.

"ბებერმა ქალბატონმა" სერია ა-ში მორიგი სამი ქულა სწორედ დიბალას ჰეთ-თრიქის წყალობით მოიპოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები