Goal.Ge

დინამომ წააგო და სატურნირო ცხრილში ყველაფერი დაძაბა


დინამომ წააგო და სატურნირო ცხრილში ყველაფერი დაძაბა

ამ მატჩის შედეგის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ყველაფერი დაიძაბა _ ბრძოლა ჩემპიონობისთვის, საპრიზო სამეულისთვის და ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად.

დინამო კი კრიზისშია _ უკვე 4 მატჩის ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მთელი სეზონი შემართებით აჩვენებდა და ულაპარაკო ჩემპიონობისკენ მიიწევდა. ახლა კი ყველაფერი წინაა. მართალია, მეტოქეებს 6-6 ქულით უსწრებს, მაგრამ მათი თამაშის შემხედვარე, ეს უპირატესობა ზღვაში წვეთია.

საბურთალომ დინამოს დარბევა მე-4 წუთიდან დაიწყო _ დავით ვოლკოვმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. თუმცა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ნუკრი რევიშვილიც დიდად წაეხმარა ამაში...

დინამოელებმა შეუტიეს და მიქელთაძე მაკრატელა დარტყმით ასრულებდა მომენტს, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. შემდეგ მომენტში ლაშა თოთაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი კედელში მდგომ ფეხბურთელებს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა, დასწრებაზე კი მიკოლა კოვტალიუკს სულ ოდნავ დააკლდა. დინამომ მოუმატა შეტევებს და კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. შულაიას ჩაწოდებულს, მეტოქე გუნდის მცველი საკუთარ კარში ჭრიდა, ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა საბურთალო. 23- ე წუთზე სტუმრები კიდევ ერთხელ გადარჩნენ. გიორგი ზარია გაიჭრა კარისკენ და გზად მცველიც ჩამოიტოვა, ზუსტი პასით ბექა მიქელთაძე მოძებნა, მისი დარტყმული კი ისევ კუპატაძემ მოიგერია. მასირებულმა შეტევებმა საბოლოო შედეგი 27-ე წუთზე გამოიღო. შულაიას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს ლაშა თოთაძე დაუხვდა და სტატუს ქვო აღადგინა _ 1:1.

34-ე წუთზე უკვე დინამო გადარჩა გაშვებულ გოლს. გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა, დარტყმა კი არ გამოუვიდა. სამაგიეროდ 3 წუთში ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა _ 1:2 და გუნდები შესვენებაზე ასე გავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტი პირველის მსგავსი გამოდგა, მატჩის განახლებით 4 წუთში ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და საბურთალო უკვე 2 ბურთით დააწინაურა.

57-ე წუთზე დინამო რევიშვილმა იხსნა, როდესაც ვლადიმერ მამუჩაშილის ახლო მანძილიდან დარტმული მოიგერია. სამ წუთში ხარაიშვილმა ძელს გაარტყა. შემდეგ რევიშვილმა ვოლკოვსაც აუღო.

მატჩის 71-ე წუთზე ხარაიშვილის ზუსტი დარტყმა და _ 1:4. ამის შემდეგ თამაშის რიტმი საგრძნობლად დაეცა დამატჩი ინერციით დასრულდა.

დინამო (თბ)-საბურთალო 1:4
თბილისი. დინამო არენა
0:1 ვოლკოვი (4), 1:1 თოთაძე (27), 1:2 მამუჩაშვილი (37), 1:3 ვოლკოვი (49), 1:4 ხარაიშვილი (71)

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, სალუქვაძე, თოთაძე, ქარდავა (ქოჩლაძე 61), ნინუა, შულაია, ზარია (ქავთარაძე 78), მიქელთაძე, კოვტალიუკი (ლილუაშვილი 46)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი (მალი 81), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, თარხნიშვილი, შინდაგორიძე, ვოლკოვი (ტერა 75), კოხრეიძე (მუიეცი 70)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

23 მარტს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იწყებს.

დღეს, 18:48

რეალის ყოფილი პრეზიდენტი: "რონალდუს ტრანსფერი წამოვიწყე მე და არა პერესმა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 17:41

Marca-ს გამოკითხვა: რომელი ფეხბურთელების ტრანსფერები სურთ რეალის ფანებს ყველაზე მეტად?

Marca-მ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვისი ხილვა სურთ მათ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყველაზე მეტად?

დღეს, 17:26

La Gazzetta dello Sport: ინტერმა იკარდის აპატია! არგენტინელი დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის "ინტერსა" და მაურო იკარდის შორის ცივი ომი დასრულდა.

დღეს, 16:47

უეფამ ევრო 2020-ის საპატიო ელჩთა ვინაობა დაასახელა

უეფამ დაასახელა ყოფილი ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საპატიო ელჩების სტატუსით ისარგებლებენ.

დღეს, 16:34

მოდრიჩმა კიდევ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ტიტულების კოლექცია კიდევ ერთი ინდივიდუალური ჟილდოთი შეავსო.

დღეს, 16:22

ჩელსის სატრანსფერო ბანის გამო კოვაჩიჩი შესაძლოა რეალში დაბრუნდეს

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი, რომელიც მადრიდის "რეალის" საკუთრებაში იმყოფება,

დღეს, 15:49

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

ბელარუსულმა გამოცემა "Прессбол"-მა საქართველოს ნაკრების ტალანტს, გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სიახლე მიუძღვნა.

დღეს, 15:31

დაძაბული ბრძოლა, მაგრამ მარცხი - ტოჩინოშინმა ჰაკუჰოსთანაც წააგო

ჰარუ ბაშოს მე-12 დღეს, ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი ამ სპორტის ლეგენდას - ჰაკუჰოს დაუპირისპირდა.

დღეს, 13:00

ვინ იქნება ბასილაშვილის პირველი მეტოქე მაიამის ტურნირზე?

წინა ტურნირებზე დაფიქსირებული წარუმატებელი შედეგების შემდეგ, ბასილაშვილი მაიამის ტურნირზე გადაერთო.

დღეს, 12:56

საქართველომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთა

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე საქართველომ ოფიციალური განაცხადი წარადგინა.

დღეს, 12:36

კვეკვესკირი: "ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა"

შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

დღეს, 12:31

მალდინის შვილი: "ჩემი ოცნება იტალიის ნაკრებში თამაშია"

ლეგენდარული იტალიელი მცველის, პაულო მალდინის შვილს - დანიელს თავისი მამის გზის გავლა სურს.

დღეს, 12:23

რუნიმ პოგბა მიიწვია: "ის ამერიკაში დიდებული იქნებოდა"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უიენ რუნიმ პოლ პოგბა ამერიკის ჩემპიონატში მიიწვია.

დღეს, 12:16

მორატამ სიმეონე კრიტიკოსებისგან დაიცვა

ბოლო პერიოდში, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს ბევრი აკრიტიკებს.

დღეს, 12:12

არგენტინის ნაკრებს ერთ-ერთ ლიდერი გამოაკლდა

მარტის თვეში, არგენტინის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მაროკოსთან და ვენესუელასთან.

დღეს, 12:10

ვინ იქნება გერმანიის პირველი მეკარე ჰოლანდიასთან მატჩში? - ლიოვის კომენტარი

კვირას, გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

დღეს, 12:05

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი: "ნეიმარი ძალიან გვაკლია"

მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის ბრაზილიელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნეიმარი დააკლდებათ.

დღეს, 11:59

რენატო სანჩესი: "ბაიერნში ყოფნით ბედნიერი არ ვარ!"

ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი რენატო სანჩესი აცხადებს, რომ ის "ბაიერნში" ყოფნით ბედნიერი არ არის.

დღეს, 11:57

ხავი: "ლეო მესი საუკეთესოა არა მხოლოდ ახლა, არამედ ფეხბურთის ისტორიაში"

ლეგნდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხავიმ თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე ისაუბრა.

დღეს, 11:53

Tuttosport: იუვენტუსი მანოლასის ტრანსფერზე მუშაობს

Tuttosport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" "რომას" მცველით - კოსტას მანოლასით არის დაინტერესებული.

დღეს, 11:31

გლები: "შენსნი - იდიოტია"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა და ტურინის "იუვენტუსის" ამჟამინდელმა მეკარემ ვოიცეხ შენსნიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა,

დღეს, 11:22

გრიზმანის და: "არანაირი კონტაქტი ბარსელონასთან"

ანტუან გრიზმანის დამ თავისი ძმის მომავალზე ისაუბრა:

დღეს, 11:02

როგორ ჩაიარა რონალდუს თმის გადანერგვის კლინიკის პრეზენტაციამ?

როგორც ვიცით, კრიშტიანუ რონალდუმ თმის გადანერგვის კლინიკა გახსნა.

დღეს, 10:43

ჟირუ ჩელსის დასატოვებლად მზად არის

ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ქმედებები გააკრიტიკა.

დღეს, 10:34

ბრივს ბორჯღალოსნები დაუბრუნდნენ

ბრივი უშუალო კონკურენტს ეთამაშება

დღეს, 04:27

იაპონელებს სუპერ რაგბიდან აგდებენ

იაპონურ "სანვულვზს" სუპერ რაგბიდან აგდებენ

დღეს, 04:07

6 ერის მომდევნო ორი სეზონი კვლავ ქართველების გარეშე გაიწერა

საქართველოს ნაკრებისთვის 6 ერში ჩართვა, მინიმუმ 2022 წლამდე კვლავ ოცნებად დარჩება.

დღეს, 03:46

DC ვალენსიას ღამურის გამო უჩივის: "ღამურაზე საავტორო უფლება არ არსებობს"

ცნობილი ამერიკული კომპანია DC Comics "ვალენსიას" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რომელსაც ევროკავშირის საავტორო უფლებათა კომიტეტში წარადგენს.

დღეს, 02:29

პოგბას რეალში ტრანსფერი რაიოლა-პერესის კონფლიქტის გამო ჩაიშლება

"რეალში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს", - ეს კომენტარი პოლ პოგბამ გააკეთა.

დღეს, 02:22

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები