ნაპოლიმ სერია ა-ში 9 მატჩიდან 9-ვე ისტორიაში პირველად მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ სერია ა-ში 9 მატჩიდან 9-ვე ისტორიაში პირველად მოიგო


ნაპოლიმ სერია ა-ში 9 მატჩიდან 9-ვე ისტორიაში პირველად მოიგო

იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურში "ნაპოლიმ" დღევანდელ შეხვედრაში "ბენევენტოს" წინააღმდეგ 6:0 მოიგო.

ამგვარად, ნეაპოლიტანურმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 9 მატჩიდან 9-ვე ისტორიაში პირველად მოიგო.

მაურისიო სარის გუნდმა აქამდე "ინტერის", "კალიარის", "ტორინოს", "ფიორენტინას", "სამპდორიას", "ვერონას", "ატალანტას" და "ბოლონიას" დამარცხება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" ბოლოს თებერვალში წააგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები