კაშიმ ვიტესს 2 ქულა დააკარგვინა, ხოჭოლავა ოდესაში დაბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაშიმ ვიტესს 2 ქულა დააკარგვინა, ხოჭოლავა ოდესაში დაბრუნდა


კაშიმ ვიტესს 2 ქულა დააკარგვინა, ხოჭოლავა ოდესაში დაბრუნდა

ქართველი ლეგიონერების გუნდებს ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებში ცუდი დღე არ ჰქონიათ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. განსაკუთრებით, ეს ჰოლანდიაზე ითქმის.

ერედევიზიის მე-5 ტურში არნემის ვიტესი შინ ვენლოს დაუხვდა და მთელი თამაში უგებდა. არნემელთა ქართველმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ 89-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, პენალტი აიკიდა და მსაჯისგან ყვითელი ბარათიც მიიღო. ვენლომ შეაგდო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ ვიტესს 10 ქულა აქვს და 16 გუნდში მეხუთეა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-5 ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა ხიმნასტიკმა, რომელმაც საკუთარ „ნოუ ესტადიზე“ 3:1 დაამარცხა ალბასეტე. ოთო კაკაბაძემ შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა.

ხიმნასტიკის 4 ქულა აქვს და 22 გუნდში მე-20 პოზიციაზეა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის რუბინისა და ურალის დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

გიორგი ჭანტურიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო 31-ე წუთზე გაფრთხილება მიღებაც მოასწრო.

ურალი 13 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში გიორგი ხოჭოლავა ახალი კლუბით, დონეცკის შახტარით ეწვია ძველს _ ოდესის ჩერმონორეცს და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ხოჭოლავამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და სრულადაც გაისარჯა. ეს პირველად მოხდა შახტარში გადასვლის შემდეგ.

შახტარს 22 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები