ვენგერი: "ამ მატჩში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ თანაბარი თამაში იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერი: "ამ მატჩში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ თანაბარი თამაში იყო"


ვენგერი:

"ჩელსისა" და "არსენალის" დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა, კომენტარი მეთოფეთა თავკაცმა არსენ ვენგერმა გააკეთა.

"ყველაზე მეტად ამ მატჩში ის მომეწონა, რომ თანაბარი ბრძოლა იყო და მოედანზე გამოვიდა ორი გუნდი, რომელმაც 90 წუთი არაფერი დათმო.

ფრით კმაყოფილი ვარ. შეგვეძლო 1 ან 2 გოლი გაგვეტანა და თამაში მოგვეგო კიდეც, თუმცა მთავარია, სტუმრად არ წავაგეთ.

ჩემი აზრით, როცა ჩემპიონობა და ტიტულის მოგება გინდა, მთელი სეზონის განმავლობაში შენი ფეხბურთელები 100%-ით მზად უნდა იყვნენ", - აცხადებს ვენგერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები