Goal.Ge

ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დავით ყიფიანი არავის ავიწყდება - 16 წელი ლეგენდის გარდაცვალებიდან


ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დავით ყიფიანი არავის ავიწყდება - 16 წელი ლეგენდის გარდაცვალებიდან

დიდ დავითს ძალიან უყვარდა ცხოვრება...

16 წლის წინ, მოხდა ის , რისი დაჯერებაც შეუძლებელი იყო - გარდაიცვალა, დავით ყიფიანი. ამ დღეს , არამხოლოდ ქართული საფეხბურთო, არამედ სრულიად საფეხბურთო სამყარო და ფიფა გლოვობდა .ქართველთა მეფეთა შთამომავლის წარმომადგენელი, მოედანზეც მეფესავით იქცეოდა. მას ეძახდნენ - ჯადოქარს, პროფესორ , ფეხბურთის მაესტროს და ეს ყველაფერი სიმართლე იყო.

უფროსი თაობა ახლაც იხსენებს დათოს გოლებს , ფინტებს , პასებს , ეპიზოდებს. დავით ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ , მალევე მოვიდა ფაქსი ,ფიფას პრეზიდენტის - ზეპ ბლატერისგან...

''ბატონო პრეზიდენტო" - მიმართავს ის მერაბ ჟორდანიას , - "ახლახანს მაცნობეს ტრაგიკული ავარიის შესახებ , რომელმაც ქართველი გიგანტი ფეხბურთელის ცხოვრება შეიწირა. მთელი ჩვენი საფეხბურთო ოჯახი, ფიფა და პირადად მე, ვწუხვართ მომხდარის გამო.ის იყო არაჩვეულებრივი ფეხბურთელი , რომელმაც თბილისის ''დინამოს'' ადგილი აჩუქა დიდ საფეხბურთო გლობუსზე. გავა დრო, ცხოვრება ისევ გაგრძელდება, მაგრამ დავით ყიფიანი არავის დაავიწყდება. დასრულდა ეპოქა, რომელსაც დავით ყიფიანის ეპოქას ეძახდნენ."

"ქართველი მეფეების შთამომავალი, მაღალი, მოხდენილი, ისე თამაშობდა, რომ მარტივად მიხვდებოდი , ის იყო ფეხბურთის ღმერთი საქართველოში", - ზუსტად ასე წერდნენ ინგლისური გაზეთები , მისი თამაშის ხილვის შემდეგ.

ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დავით ყიფიანი არავის ავიწყდება - 16 წელი ლეგენდის გარდაცვალებიდან


როცა დავით ყიფიანმა კარიერა დაასრულა, ერთ-ერმა რუსმა კომენტატორმა ვლადიმირ პერეტურინმა თქვა: ''დათო , ჩვენ არ ვართ მართლები შენთან...'' დიახ , მთელი საფეხბურთო სამყარო იყო მტყუანი დათოსთან , ერთხელაც არავის უთხოვია მისთვის , რომ დარჩენილიყო , თითქოსდა, ასეთი ბევრი გვყავდა.

როდესაც ყიფიანი მოედნის ცენტრში ბურთს მიიღებდა და საოცრებების ჩადენას იწყებდა, არავინ არ იცოდა, რა ხდებოდა მისს ტვინში , რომელ მოძრაობას გააკეთებდა და საერთოდ რას მოიმოქმედებდა. გოლის გატანის შემდეგ კი ამაყად იყურებოდა ტრიბუნებისკენ და გოლებს იქ მოსულ მაყურებელს და ქართველ ხალხს უძღვნიდა. სიამოვნებდა მას ქართველი ხალხის გახარება. 1982 წლის შემოდგომაზე დავით ყიფიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იგეგმებოდა , მაგრამ 10 დღით ადრე გარდაიცვალა ლეონიდ ბრეჟნევი და ცერემონია გადაიდო.

დირიჟორი, პროფესორი, მაესტრო, ვარსკვლავი, ავტორიტეტი, გენია, უნიჭიერესი - ასე ბევრი ეძახდა დავიდოვიჩს და ჩამოთვლილთაგან არცერთი არ იყო გადაჭარბებული ნათქვამი. ყველაზე მძიმე ტრავმა მას მადრიდის ''რეალის'' მცველმა , ანხელმა მიაყენა , რომელსაც მანამდე სასტიკად ჰყავდა დიეგო მარადონა დამტვრეული და რომელმაც სპეციალურად ჩაარტყა ყიფოსაც უკნიდან, ქუსლიდან მუხლამდე ადგილი ჩაუმტვრია...

სხვათაშორის, თბილისის ''დინამო'' მაშინ ''რეალს'' უგებდა. როდესაც ყიფო ცდილობდა, აუტიდან მოწოდებული მკერდით ჩამოეღო, მაშინ მიიღო ტრავმა. მას შემდეგ იგი თანაგუნდელებს უყვებოდა , რომ აუტიდან ჩამოწოდებული ბურთი არასდროს არ მიეღოთ მკერდით , თორემ აუცილებლად დაზიანდებოდნენ.

ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დავით ყიფიანი არავის ავიწყდება - 16 წელი ლეგენდის გარდაცვალებიდან

1977 წელს , როდესაც თბილისის ''დინამო'' შინ ''ჩერნომორეცს'' ეთამაშებოდა, პირველი ტაიმის შემდეგ 3-0 უგებდა, საბოლოოდ შეხვედრა 3-3 დასრულდა და ქართველი მაყურებელი ტრიბუნებიდან აგინებდა თბილისელებს. ფეხბურთელები, რასაკვირველია, თავჩაღუნულები გადიოდნენ მოედნიდან და როდესაც ყიფიანი აპირებდა უკვე მოედნიდან გასვლას , ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაიყვირა : ''არა ყიფო , შენ არ გაგინებთ ''

1990 წელს, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა საკუთარი ჩემპიონატი ფეხბურთში , ყიფიანი სიტყვით გამოვიდა სფფ-ის სხდომაზე და თქვა : ''მე , როგორც თბილისის '' დინამოს '' მთავარ მწვრთნელს , არ მომწონს გადაწყვეტილება , იმის შესახებ , რომ გვსურს გამოვეყოთ და ჩავატაროთ საკუთარი ჩემპიონატი, რადგან რამდენიმე დღეში გვაქვს სათასო შეხვედრა , კიევის ''დინამოსთან'' , მაგრამ მე ჩემი ხალხის წინააღმდეგ არ წავალ. ასე რომ, საითაც თქვენ , იქითაც მე , მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ , რომ ქართული ფეხბურთისთვის უმჯობესი იქნებოდა, კიდევ ერთი წელი დავრჩენილიყავით ''

იმ წელს , დავით ყიფიანმა პირველი , უმაღლესი ლიგა მოიგო და შემდეგ მოჰყვა ავარიაში. მაშინ მას ტვინის ტრეპანაცია გაუკეთეს და დაახლოებით ერთი ლიტრი სისხლი ამოუღეს , დასვენების შემდეგ იგი ბერძნული ''ოლიმპიაკოსის'' მთავარი მწვრთნელი ხდება და აუტსაიდერ გუნდს შველის, რომ ლიგიდან არ გავარდეს.

იყო მომენტი , როდესაც დავით ყიფიანმა ტრიბუნებიდან გინება ვერ აიტანა და როგორც პატარა ბავშვი, ქომაგს საჩხუბრად აეკიდა, მაშინ იგი ძლივს შეაჩერეს , მატჩის შემდეგ, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა ყიფიანი და ამბობდა : ''თქვით, რომ მე ცუდი მწვრთნელი ვარ, ცუდი ტაქტიკა მაქვს, ცუდად ვათამაშებ გუნდს, ცუდი ადამიანი ვარ , მაგრამ რა უფლებით ეხებით მშობელ დედას?! შემდეგში აუცილებლად მოვკვლავ ასეთ ადამიანს '' , მართლაც, მწვრთნელის რანგში ეს მისი ბოლო შეხვედრა იყო.

ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დავით ყიფიანი არავის ავიწყდება - 16 წელი ლეგენდის გარდაცვალებიდან


ყიფიანი წავიდა, მაგრამ როგორ იცხოვრებდა დათო ფეხბურთის გარეშე?! იაროსლავურ ''შინიკს'' ჩაუდგა სათავეში და სანამ მისი დებიუტი შედგებოდა, თამაშებს დაესწრო, დაინახა თუ როგორ უყვარდათ იგი იქ... ცრემლები წამოუვიდა - '' ჩემს სამშობლოში მლანძღავენ , აქ კი ასე მადიდებენ '', მაგრამ ყიფიანი რუსეთში ვერ გაჩერდა და კვლავ საქართველოში ჩამოვიდა, უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრები უნდა ჩაებარებინა. მაგრამ კვლავ პრობლემები გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან , კვლავ ნერვების ჭამა და ყიფო ტოვებს თავის პოსტს.

ფეხბურთთან განშორება მაინც არ გამოდიოდა. ამბობენ , რომ გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაურეკეს და მოსკოვის ''დინამოს'' მწვრთნელობა შესთავაზეს , ზუსტად მაშინ, ამის გამო წამოვიდა ყიფიანი ბათუმიდან,, მაგრამ თბილისამდე ვერ მოვიდა.

17 სექტემბერს , 18:45 საათზე , თბილისიდან 20 კმ-ში , შავი მერსედესის ჯიპი ძალიან დიდი სისწრაფით მოძრაობდა თბილისის მიმართულებით... ამბობენ, ყიფოს ხელში ტელეფონი ეჭირა, ლაპარაკობდა და ვერ მოასწრო დროულად დამუხრუჭებაო. მანქანა კი გზიდან გადავიდა და კაკლის ხეს დაეჯახა , ქართველი ლეგენდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მალევე გადაიყყვანეს, მაგრამ შესასვლელში მას გული გაუჩერდა , მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ზღვა ხალხი მოვიდა, არავის არ სჯეროდა...

საქართველოში თვლიან , რომ ქართული ფეხბურთი უკვდავია , უკვდავია - დავით ყიფიანიც.
დიდება ლეგენდას , დიდება საქართველოს!

კარლო მატინოვი, სპეციალურად GOAL.GE-სთვის
წყარო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მილტონ ჰეიგი: "ასეთი ახალგაზრდული გუნდით მოგება განსაკუთრებით სასიხარულოა"

საქართველოსა და სამოას მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 27:19 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

დღეს, 21:01

შარიქაძე: "შესვენებაზე ბიჭებმა ვთქვით, რომ ყურები არ უნდა ჩამოგვეყარა და ბოლომდე გვებრძოლა"

სამოასთან მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 20:57

როჯერ ფედერერისთვის სეზონი დასრულებულია - შემაჯამებელი ტურნირის პირველი ფინალისტი გაირკვა

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ფინალისტი გაირკვა.

დღეს, 20:39

სამოას მწვრთნელი: "მეორე ტაიმში საქართველო უფრო აგრესიული გახდა და მოხდა ის, რაც მოხდა"

საქართველოსა და სამოას დაპირისპირების შემდეგ კომენტარი სამოელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჯექსონმა გააკეთა.

დღეს, 20:29

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში შევიდა! - პელესა და რონალდოს გვერდით

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ურუგვაისთან (1:0) გამართულ ამხანაგურ მატჩში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

დღეს, 19:25

ჯო კოულმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთანაც უთამაშია

ცნობილი ინგლისელი ნახევარმცველი, ჯო კოული საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 18:57

აგენტი მილანშია! - იბრაჰიმოვიჩის მოთხოვნები ცნობილია

მას შემდეგ, რაც "გელექსი" მლს-ის ფლეი ოფს მიღმა დარჩა, იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნებაზე დაფიქრდა.

დღეს, 18:47

"ინტერი ჯერ კიდევ დაინტერესებულია", - მოდრიჩის აგენტის განცხადება

გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის "ინტერში" შესაძლო წასვლაზე სერიოზული ჭორები ვრცელდებოდა.

დღეს, 18:42

ისტორიული ტრანსფერის მოლოდინში: რამდენს იხდის ბარსელონა ჩაკვეტაძის სანაცვლოდ?

ამ კვირაში, ყველაზე აქტუალური თემა ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაა.

დღეს, 18:30

ისკოს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 18:28

სამოელების ტრადიციული "სივატაუ" საქართველოსთან მატჩის წინ [VIDEO]

ამ წუთებში მიმდინარეობს ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი საქართველოსა და სამოას ნაკრებებს შორის.

დღეს, 18:18

ვენგერმა პსჟ-ს ფეხბურთელი ურჩია - Daily Mirror

გარდა ამისა, საქმეში მიუნხენის "ბაიერნიცაა" ჩართული.

დღეს, 18:17

ბარსელონას პიკეს შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena Ser ავრცელებს.

დღეს, 18:12

"2013 წელს, პსჟ-სგან წინადადება მივიღე", - რატომ უთხრა უარი ვილაშ-ბოაშმა პარიზელებს?

ცნობილმა სპეციალისტმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ 2013 წელს "პსჟ"-ს ჩაბარება შეეძლო.

დღეს, 18:06

ბარსელონა ორ ფეხბურთელს ყიდის

კატალონიური გრანდი 73 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

დღეს, 17:55

ფაბინიოს ორი იტალიური გრანდი უმიზნებს - Sport Mediaset

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ფაბინიომ იანვარში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 17:50

ალბას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია?!

"ბარსელონას" ბოსები ხორდი ალბას წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დღეს, 17:37

რომელ გრანდს შესთავაზა რეალმა კეილორ ნავასის შეძენა?

"რეალის" მეკარე, კეილორ ნავასი გუნდში სათადარიგოთა სკამის კიპერის როლით უკმაყოფილოა.

დღეს, 17:32

მოურინიომ სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 17:26

ზაფხულში არსენალს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა

როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, ზაფხულში არსენალს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა.

დღეს, 17:20

იუვენტუსის მიმზიდველი წინადადება რეალს

"იუვენტუსს" "რეალის" მცველის, მარსელოს შეძენა უნდა.

დღეს, 17:14

ბარსელონამ ერთ-ერთი საკვანძო ნახევარმცველის ტრავმა დაადასტურა

კატალონიის "ბარსელონამ", "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე, არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა.

დღეს, 16:37

ვალდანო: "რამოსი ისე იქცევა, თითქოს რეალი მისი საკუთრებაა და ფეხბურთიც მან დააარსა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, აღიარა, რომ "სამეფო კლუბის" კაპიტანი, სერხიო რამოსი, ძლიერ პიროვნებად მიაჩნია.

დღეს, 16:33

კავანიმ ნეიმართან შეტაკებაზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენისა" და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, ნეიმართან მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

დღეს, 14:47

შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

წლის უკანასკნელი ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

დღეს, 14:29

ნეიმარისა და კავანის კონფლიქტის ახალი ტალღა? ედინსონმა თანაგუნდელი არ დაინდო [VIDEO]

მოგეხსენებათ, გუშინ, 16 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დღეს, 14:05

ვან დეიკი: "რამოსი საუკეთესო მცველი არ არის, ჩემი ფავორიტი სხვა ფეხბურთელია!"

საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ჰოლანდიის მცველს, ვირჯილ ვან დეიკს, ჰკითხეს, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი.

დღეს, 13:56

აზარი: "ოქროს ბურთი არ დამიმსახურებია"

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა, ედენ აზარმა, 2018 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებზე ისაუბრა.

დღეს, 13:49

ლოვრენი: "ხალხი მაკრიტიკებს, მაგრამ, მათი ხმა არ მესმოდა მაშინ, როდესაც ინგლისმა ვერ გაგვიტანა"

ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა, ერთა ლიგაზე ინგლისთან მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები