ბენზემას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა? - ზიდანმა საინტერესო განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენზემას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა? - ზიდანმა საინტერესო განცხადება გააკეთა


ბენზემას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა? - ზიდანმა საინტერესო განცხადება გააკეთა

"სოსიედადისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

ფრანგმა სპეციალისტმა განსაკუთრებით ბორხა მაიორალი გამოარჩია, რომელმაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

"მაიორალმა გააკეთა ყველაფერი ისე, როგორც ნამდვილ 9 ნომერს შეეფერება. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაში, არამხოლოდ იმიტომ, რომ გოლი გაიტანა.

არ არის ადვილი ამ ასაკში გამოხვიდე მოედანზე და ასეთ მნიშვნელოვან მატჩში რეალს მოგებაში დაეხმარო", - აცხადებს ზიდანი.

თუ ბორხამ ასე გააგრძელა, შესაძლოა ამ პოზიციაზე ბენზემას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები