ემერი ნეიმარის და კავანის კონფლიქტზე: ვინ უნდა დაარტყას პენალტები? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერი ნეიმარის და კავანის კონფლიქტზე: ვინ უნდა დაარტყას პენალტები?


ემერი ნეიმარის და კავანის კონფლიქტზე: ვინ უნდა დაარტყას პენალტები?

ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა" გუშინ საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ლიონის" დამარცხება მოახერხა (2:0).

მატჩის შემდეგ, პარიზული კლუბის თავკაცმა კომენტარი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, მატჩის მიმდინარეობისას ნეიმარმა პენალტი მოიპოვა, თუმცა მისი რეალიზება კავანიმ გადაწყვიტა, რომელმაც საბოლოოდ ბურთი ხარიხას მოარტყა.

ამ ეპიზოდმა ბევრი კითხვა გააჩინა, მაგალითად ის, თუ რატომ არ დაარტყა პენალტი 222 მილიონიანმა ფეხბურთელმა.

"ჩვენს გუნდში პენალტის დარტყმა რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია. ასე რომ, კავანიმ და ნეიმარმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ უნდა დაარტყეს ამიერიდან პენალტები", - განაცხადა უნაი ემერიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები