ზიდანი: "ბეილმა დაამტკიცა, თუ რაოდენ კარგი მოთამაშეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "ბეილმა დაამტკიცა, თუ რაოდენ კარგი მოთამაშეა"


ზიდანი:

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ეგიდით, მადრიდის "რეალსა" და "სოსიედადს" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მადრდული გუნდის თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. ფრანგმა სპეციალისტმა თავისი გუნდის უელსელი შემტევი, გარეტ ბეილი შეაქო.

"ძალიან კმაყოფილი დავრჩი ბეილის თამაშით. ბოლო პერიოდში გარეტის გარშემო უამრავი რამ იწერება, თუმცა მან დაამტკიცა, თუ რაოდენ მაღალი დონის მოთამაშე არის.

საქმე მხოლოდ გატანილ გოლში არ არის. ასეა თუ ისე, მე ბედნიერი ვარ, რომ მას ყველაფერი გამოუვიდა და საერთო ჯამში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ჩვენ ნამდვილი ბეილის გახსნა გვსურს. წინ ბევრი მატჩია და იმედია გარეტი გაცილებით უკეთ ითამაშებს", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები