ალვეში: "საჯარიმოებს ნეიმარი და კავანი კი არა, მე უნდა ვასრულებდე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალვეში: "საჯარიმოებს ნეიმარი და კავანი კი არა, მე უნდა ვასრულებდე"


ალვეში:

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა განაპირა მცველმა, დანიელ ალვეშმა "ლიონთან" გამართულ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ გუშინდელი შეხვედრა 2 ავტოგოლის წყალობით მოიგო. შეხვედრის მიმდინარეობისას დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ნეიმარმა მოიპოვა, თუმცა მისი რეალიზება ედინსონ კავანიმ ვერ მოახერხა.

"საჯარიმოებს მე უნდა ვურტყამდე (იცინის). მე ავიღე ბურთი, რადგან ადრეც შემისრულებია ჯარიმები და დარწმუნებული ვიყავი. თუმცა შემდეგ ნეიმარი მოვიდა, ბურთი გამომართვა და თავად შეასრულა ჯარიმა.

ვთვლი, რომ ამის გამო გუნდური თამაში არ უნდა დაქვეითდეს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური, კოლექტიური რეზულტატია", - განაცახდა დანიელ ალვეშმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები