შირერი: "კლოპის ლივერპული როჯერსის ლივერპულისგან არ განსხვავდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შირერი: "კლოპის ლივერპული როჯერსის ლივერპულისგან არ განსხვავდება"


შირერი:

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, ალან შირერი კლოპის "ლივერპულს" ბრენდან როჯერსის "ლივერპულთან" ადარებს.

"დიახ, კლოპის "ლივერპულმა" მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. თუმცა, ბრენდან როჯერსის ყოფნის დროს, მერსისაიდელები პრემიერ ლიგის ვიცე ჩემპიონებიც კი გახდნენ.

კლოპს ხელმძღვანელობისგან ნდობა აქვს გამოცხადებული, ასე რომ, მას შეუძლია თავისი პოსტი მშვიდად დაიკავოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, "ლივერპულს" ბევრი შეცდომები აქვს და იგივე "მანჩესტერ სიტისთან" განცდილი გამანადგურებელი წაგება, არა მგონია, "წითლების" ფანებისთვის ადვილი გადასატანი ყოფილიყო.

ასეა თუ ისე, "ლივერპულის" თამაშების ყურება საიტერესოა როგორც "ლივერპულის" ფანებისთვის, ისევე მისი მეტოქის ფანებისთვისაც", - განაცხადა ალან შირერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები