რუმინეთის ნაკრები კონტრამ ჩაიბარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუმინეთის ნაკრები კონტრამ ჩაიბარა


რუმინეთის ნაკრები კონტრამ ჩაიბარა

ბუქარესტის "დინამოს" აწყოფილი მთავარი მწვრთნელი, კოსმინ კონტრა, რუმინეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდა.

რუმინეთის ეროვნული გუნდი ახლახანს გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტმა, კრისტოფ დაუმმა, დატოვა და კონტრა სწორედ მის ადგილს დაიკავებს.

41 წლის რუმინელმა სპეციალისტმა 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი მიზანი რუმინეთის ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა იქნება.

კოსმინ კონტრა რუმინეთის ნაკრების რიგებში 1996-2010 წლებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და 73 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე იხილეთ თემაზე:
კოსმინ კონტრა რუმინეთის ნაკრები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები