ბეილი ლა ლიგის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბეილი ლა ლიგის ისტორიაში შევიდა


ბეილი ლა ლიგის ისტორიაში შევიდა

მადრიდის "რეალის" ვინგერმა, გარეთ ბეილმა, "რეალ სოსიედადთან" გუშინდელ თამაშში უნიკალურ შედეგს მიაღწია.

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურში "სამეფო კლუბმა" სან-სებასტიანში 3:1 იმარჯვა და ერთ-ერთი გოლი უელსელმა შემტევმა გაიტანა.

ამრიგად ბეილმა "ანოეტაზე" ლა ლიგის თამაშებში თავისი მე-6 ბურთი გაიტანა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "რეალ სოსეიდადს" საკუთარ მოედანზე ამდენი გოლი არცერთი მოთამაშისგან არ გაუშვია.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გარეთ ბეილის ანგარიშზე 4 მატჩი, 2 გოლი და 1 ასისტია.

28 წლის უელსელი მადრიდულ გრანდს 2013 წლის ზაფხულში ლონდონის "ტოტენჰემიდან" სარეკორდო 91 მილიონ ევროდ შეუერთდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი გარეთ ბეილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები