გვარდიოლა: "გასულ სეზონში ტოტენჰემი და ჩელსი უკეთესები იყვნენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "გასულ სეზონში ტოტენჰემი და ჩელსი უკეთესები იყვნენ"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, აღიარა, რომ გასულ სეზონში მისი გუნდი ლონდონურ კლუბებს ჩამოუვარდებოდა.

"ვართ თუ არა მზად ლონდონის "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონობისთვის საბრძოლველად? ვნახოთ.

ვფიქრობ, გასულ სეზონთან შედარებით წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ვგრძნობ, რომ როდესაც გუნდი ბურთს ფლობს, საკუთარი მოვალეობა თითოეულმა მოთამაშემ იცის. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

გასულ სეზონში "ტოტენჰემი" და "ჩელსი" ჩვენზე უკეთესები იყვნენ, რაც აუცილებლად უნდა ვაღიაროთ. ზოგჯერ სასარგებლოა, როდესაც აღიარებ, რომ მეტოქე უფრო ძლიერია. ეს შენ თვითონ გეხმარება, რომ გაუმჯობესდე", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის გასული კამპანია "მანჩესტერ სიტიმ" მესამე ადგილზე დაასრულა, წინ კი "ტოტენჰემი" და ჩემპიონი "ჩელსი" გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები