პელეგრიმ სერია ა-ს რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პელეგრიმ სერია ა-ს რეკორდი დაამყარა


პელეგრიმ სერია ა-ს რეკორდი დაამყარა

"ჯენოას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, პიეტრო პელეგრიმ, იტალიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

სერია ა-ს მეოთხე ტურში გენუურმა კლუბმა შინ რომის "ლაციო" მიიღო და დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

"ჯენოას" შემადგენლობაში ორივე გოლი 16 წლის იტალიელმა ფორვარდმა გაიტანა და პელეგრი სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორი გახდა.

პიეტრო პელეგრინი გენუური კლუბის აღზრდილი ტალანტია, რომელიც პირველ გუნდში ამ ზაფხულს ჩაირიცხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჯენოა პიეტრო პელეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები